რუსუდან ბერიძე გარდაიცვალა


83 წლის ასაკში გარდაიცვალა მათემატიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე. მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი 1965 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე მუშაობდა. 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, არჩეული იყო პარლამენტის სპიკერის მოადგილედ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციის მომზადების და მიღების პროცესში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა შეწყალების საკითხთა კომისიას, იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან