ბორჯომის თანამშრომლების გაფიცვა
დილიდან შეფერხებით მუშაობს „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორი ქარხანა. 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მედიაციის პროცესში ჩართულია მრეწველობის პროფკავშირები. საწარმოს თანამშრომლები ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, დამატებითი მუშახელის აყვანას და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, პანდემიის დროს მათი შრომითი ანაზღაურება კიდევ უფრო შემცირდა. საპირისპიროს ამტკიცებს ადმინისტრაცია, რომელიც გაფიცულებს მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს. დღის ბოლოს გამართული მოლაპარკების და თანამშრომლების მოთხოვნების მოსმენის შემდეგ ადმინისტრაციამ დამფუძნებლებთან კონსულტაციების მიზნით დრო ითხოვა. კომპანია „ბორჯომის“ ჩამოსასხმელ პირველ და მეორე ქარხანაში საწარმოო პროცესის შეჩერებას უარყოფს და მხოლოდ მცირე შეფერხებებს ადასტურებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლების გაფიცვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„IDS ბორჯომის“თანამშრომლების გაფიცვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„IDS ბორჯომის“თანამშრომლების გაფიცვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აი დი ეს ბორჯომის“ თანამშრომლების გაფიცვა - პროტესტის მეორე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აი დი ეს ბორჯომის“ თანამშრომლების გაფიცვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლების გაფიცვა - მერვე დღე
region kvira
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლების უვადო გაფიცვა და კომპანიის პ...
ტელეკომპანია ბორჯომი
„IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლების გაფიცვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster