არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლა
#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქალბატონებო და ბატონებო, რთულ გამოწვევებთან ბრძოლის, ფუნდამენტური რეფორმების გატარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს, სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. ამ წლების განმავლობაში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან და ემიგრაციაში მყოფ თანამემამულესთან ერთად ვიმუშავეთ, რომ დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა. დღეს შევიკრიბეთ, რომ განვამტკიცოთ ურთიერთნდობა და მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია კარგი თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს! კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის - უფრო ღირსეული პირობები, დავაბინაოთ დევნილები და განვაგრძოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. საქართველო და ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას!
ქართული ოცნება / Georgian Dream-ის სხვა ვიდეოები
ჩემი საქართველო აქ არის - ახალი ვერსია
ჩემი საქართველო აქ არის !
ჩემი საქართველო აქ არის
ჩემი საქართველო აქ არის
01:29:39
ფიცის დადების საზეიმო ცერემონია
02:19
ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა
01:25
საქართველოს განვითარების ანგარიში - განათლება და მ...
01:58
მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია - ინფრა...
მსგავსი ვიდეოები
არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომ...
Archil Talakvadze Official
პრემიერის ინტერპელაცია პარლამენტში - არჩილ თალაკვაძის სიტყვი...
TV IMEDI
პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნულ ბიბლიოთეკაში საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ თალაკვაძე აშშ-ში შეხვედრებს მართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩილ თალაკვაძე აქტივისტს: „მითინიშ ოთხუალ ვამაფუ მარგალურო...
Radio Atinati
პარლამენტში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვები გრძე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster