საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადება

07/12/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

2013 წლის, 11 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ახალციხის რაბათის დანგრევასა და რაბათის აჰმედიეს მეჩეთზე ოთხი მინარეთის დაშენებას აპირებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. რაბათის ტერიტორიაზე არც ნგრევაა დაგეგმილი და არც მინარეთების დაშენება, განზრახულია მხოლოდ 2012 წელს აჰმედიეს მეჩეთის რეაბილიტაციისას დაშვებული იმ რამდენიმე ხარვეზის გამოსწორება, რომელმაც შელახა ძეგლის ავთენტურობა და სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია...
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უწყებათაშორისი კონსულტაციის ფორმატის შესაბამისად, შეიმუშაოს კომენტარები ხელშეკრულების ტექსტთან დაკავშირებით, რათა დასრულდეს დოკუმენტზე მუშაობა და, საბოლოოდ, შესაძლებელი გახდეს ამ ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული ჩვენი ზიარი კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი დაცვა.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან