განახლებული ველობილიკი ბოტანიკურ ბაღში


საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო. ახალი სივრცე დღეს თბილისის მერმა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა და საცდელ ველოგარბენშიც მიიღო მონაწილეობა. ბოტანიკური ბაღის ახალი სათავგადასავლო მარშრუტი ველობილიკს და სხვა ტიპის ტურისტულ ინფრასტრუქტურას აერთიანებს. მოეწყო სამ კილომეტრამდე საველოსიპედე გზა, საფეხმავლო ხიდები და კონსტრუქციები; ამავე სივრცეში დასრულდა კვების ობიექტისა და პარკინგის მშენებლობა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან