პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადება
07/09/2021
პანდემიისგან დაზარალებული სათამაშო ბიზნესი შემოსავლების სამსახურს სასამართლოში უჩივის და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეაქვს. ადვოკატის განმარტებით, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სათამაშო ბიზნესი ყოველწლიურად სანებართვო მოსაკრებელს იხდის. 2020 წელს მათ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის მიუხედავად, პანდემიიდან გამომდინარე ვერ შეძლეს საქმიანობის გაგრძელება, შესაბამისად, სათამაშო ბიზნესი აღნიშნული თანხების გადანაწილებას 2021 წლის სანებართვო უფლების მიღებაზე ითხოვენ. აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და შემოსავლების სამსახურს მიმართა, რათა მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი აქტები და დააკმაყოფილონ ამ კომპანიების მოთხოვნა, თუმცა, ადვოკატის განმარტებით, ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.