„სიტროენ ჯორჯიას“ საქმე


ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ სხდომაზე კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საქმეზე იმსჯელეს. კომპანიის დირექტორი გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ გამოძიება და ტენდერები გაყალბდა. კომპანიის წინააღმდეგ კი ზეწოლა განხორციელდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ვინც საქმის გამოძიებას აწარმოებდა.

ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია ამბობს, რომ კომპანიის მასალას გაეცნო და კორუფციის ნიშნები იკვეთება, რის გამოც „პატრიოტთა ალიანსი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, რათა დადგინდეს, რომელი მინისტრი იყო ჩართული კორუფციულ სქემაში.

საკითხის განხილვა პარლამენტის ჯანდაცვისა და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც იგეგმებოდა, თუმცა საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელების განმარტებით, სხდომა მაისისთვის გადაიდო, სადაც ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მოსმენა იგეგმება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან