დღეიდან აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმება იწყება

07.07.2020 01:40

ღია და დახურული ტიპის აუზებს, ასევე სპორტდარბაზებს მუშაობის განახლების საშუალება ეძლევათ. ობიექტები დადგენილ რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ინსპექტირება დღეიდან იწყება, ამისთვის კი გამაჯანსაღებელმა ცენტრებმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე უნდა გაიარონ. ერთი ადამიანი ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე, ერთჯერადი შეფუთვის პირსახოცებითა და ტიხრებით გამოყოფილი საშხაპეები - ეს მოთხოვნები სპორტდარბაზებისთვის დაწესდა. ლიმიტია ჯგუფურ ვარჯიშებზე, რომელშიც 10 კაცზე მეტი არ უნდა მონაწილეობდეს. რაც შეეხება აუზებს, ამ შემთხვევაში საჭიროა წყლის ლაბორატორიული კვლევა. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება. აუცილებელია დეზინფექციის ინტენსიურად ჩატარება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: