ქოლგა თბილისი ფოტო 2015 - გახსნის ცერემონია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 1-7 მაისს რიგით მე-14 საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” გაიმართება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა,1 მაისს, ქოლგა თბილისი ფოტო 2015-ის გახსნის ცერემონიაზე, ფოტოხელოვან შახ აივაზოვს „ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ალექსანდრე როინაშვილის სახელობის ტრადიციული პრიზი და პრემია გადასცა. KOLGA TBILISI PHOTO 2015 საუკეთესო ნამუშევრების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. (მის: Rooms Hotel Tbilisi, კოსტავას ქ. 14). წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო. წლის საუკეთესო ნამუშევრები კი 9 000-მდე ფოტოდან შეირჩა. 1-დან 5 მაისის ჩათვლით KOLGA TBILISI PHOTO 12 საერთაშორისო და ადგილობრივ ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. ფოტოკვირეულის განათლების სექციის ფარგლებში კი საერთაშორისო ფოტოექსპერტები 6 ვორქშოფს ჩაატარებენ. KOLGA TBILISI PHOTO-ს ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება შახ აივაზოვის რჩეული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “ომის ხაზი”. წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და “ჯეოსელის” მობილური ფოტო - ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია. ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი 6000 აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. გამარჯვებულებს ნომინაციაში "ჯეოსელის" მობილური ფოტო კი "ჯეოსელისგან" სპეციალური პრიზი -Iphone 6 გადაეცემათ. ქოლგა თბილისი ფოტო 2015 უკვე მე-14 წელია ტარდება და ფესტივალის მუდმივი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
"ქოლგა თბილისი ფოტო" - 2015
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
''ტრაექტორია'' - ნათელა გრიგალაშვილი ''რძის სუნი''
Artareatv
ფოტო-კონკურსი ”ქოლგა თბილისი ფოტო 2015” გაიხსნა
Tbilisi City Hall Presscentre
KOLGA TBILISI PHOTO 2015 in Batumi - ქოლგა თბილისი ფოტო 2015...
Kolga Tbilisi Photo
"ქოლგა თბილისი ფოტო"
TV IMEDI
„ქოლგა თბილისი ფოტო“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოფენები და საუკეთესო ფოტოების ჩვენება მთაწმინდის პარკში /...
Artareatv
1 მაისი 21:00 - საუკეთესო ფოტოების ჩვენება / KOLGA TBILISI P...
Artareatv