საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში


ქართული დელეგაცია დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეხვედრებს იწყებს.

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრები ბრიტანელ კოლეგებს უნდა შეხვდნენ. გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრის ძირითადი თემები ოკუპაცია და ევროინტეგრაცია იქნება. დეპუტატები კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გატარებულ რეფორმებს გააცნობენ. ვიზიტის მთავარი მიზანი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და დეოკუპაციის პროცესში ოფიციალური ლონდონის მხარდაჭერის გაზრდაა. დეპუტატები უკვე შეხვდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან