საკრებულოს თავმჯდომარე თბილისის მთავრობის გადადგომას ითხოვს

31.01.2014 04:01

დღეს საკრებულომ თბილისის მთავრობის გადაყენება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ირაკლი შიხიაშვილმა ამჯერად უმცირესობას მრავალპარტიული მთავრობის ერთად დაკომპლექტება შესთავაზა. შიხიაშვილის თქმით, ისინი არ ენდობიან მერიას და არ არიან დარწმუნებული, რომ დამტკიცებულ ბიუჯეტს პარტიული ინტერესებისთვის არ გამოიყენებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნას მოგვიანებით უპასუხა მერის მოვალეობის შემსრულებელმა. სევდია უგრეხელიძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მზად არის გადადგეს, თუ საკრებულოს თავმჯდომარე 2 მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო