დავით გარეჯის საქმე


დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, სასულიერო პირები შეთანხმდნენ, რომ დავით გარეჯის თემაზე საჯაროდ აღარ ისაუბრებენ. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ დავით გარეჯი არის საქართველო და ამ თემაზე სატელევიზიო საუბრები საკითხის მოგვარებას ხელს ვერ შეუწყობს.

საკითხს გამოეხმაურა გორის და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრიაც. მისი თქმით, დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორიაზე და აქ რაიმე კითხვის ნიშნის დასმა არ შეიძლება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან