მოქცევის ციხე ( სლესის ციხე ) — განვითარებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და ბორჯომი-ახალციხის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, კლდოვან გორაკზე.
სლესის ციხე მე - XI საუკუნის ძეგლია, სოფელ აწყურის სამხრეთით, მესხეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიაზე. სლესა სოფელიც იყო და ციხეც.
შემორჩენილია ერთი კოშკი. ზღუდე-გალავნისა და მის შიგნით არსებული ნაგებობების მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. კოშკი ნაგებია კლდის დამუშავებული ქვით. ციხე ნაგებია ქვიტკირით, გალავანი დაშლილია, დაცულია მხოლოდ ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე.
შესაძლებელია სლესის ციხე და ნასოფლარი სლესა ეკუთვნოდეს „სლესართა“ გვარს, რომელიც მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს კათალიკოსის სამწყსოს თავადებში.
#SlesaFortress
#Fortress
#Akhatsikhe
#Javakheti
#Georgia