მოქცევის ციხე, იგივე სლესის ციხე / Slesa Fortress

25.10.2022 01:22

მოქცევის ციხე ( სლესის ციხე ) — განვითარებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და ბორჯომი-ახალციხის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, კლდოვან გორაკზე. სლესის ციხე მე - XI საუკუნის ძეგლია, სოფელ აწყურის სამხრეთით, მესხეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიაზე. სლესა სოფელიც იყო და ციხეც. შემორჩენილია ერთი კოშკი. ზღუდე-გალავნისა და მის შიგნით არსებული ნაგებობების მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. კოშკი ნაგებია კლდის დამუშავებული ქვით. ციხე ნაგებია ქვიტკირით, გალავანი დაშლილია, დაცულია მხოლოდ ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე. შესაძლებელია სლესის ციხე და ნასოფლარი სლესა ეკუთვნოდეს „სლესართა“ გვარს, რომელიც მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს კათალიკოსის სამწყსოს თავადებში. #SlesaFortress #Fortress #Akhatsikhe #Javakheti #Georgia

გაზიარება: