ღარიბაშვილი ყოფილ პრეზიდენტს პლანტაციაში მუშაობას ჰპირდება

02.06.2014 04:50

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა. ღარიბაშვილმა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა მოიყვანოს და პლანტაციაში ამუშავოს. თინა ხიდაშელის შეფასებით, პრემიერს სამარცხვინო არაფერი უთქვამს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ პარტიის წევრების მიმართ ფიზიკურ ძალადობას თან აგრესიული რიტორიკა ახლავს. წინასაარჩევნო შეხვედრებზე პრემიერმინისტრი მმართველი პარტიის შესაძლებლობების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სერიოზული გამარჯვება სჭირდება. როგორც პრემიერი ამბობს, მმართველი პარტია არც ერთ რაიონში არ უნდა დამარცხდეს. საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას არ დაუშვებს. ნინო ბურჯანაძის აზრით, კი პრემიერის განცხადება ადგილობრივი თანამდებობის პირისთვის და პოლიციისთვის არჩევნების გაყალბების შესახებ პირდაპირი დავალება იყო. საპარლამენტო უმრავლესობაში ბურჯანაძის შეფასება არ უკვირთ და აღნიშნავს, რომ ყოფილი ხელისუფლება მსგავსი განცხადებებით პოლიციას, გამგებლებსა და რწმუნებულს დავალებას აძლევდა.

გაზიარება:
GM Sunshine

მსგავსი ვიდეოები

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იწყება / სამწლიანი სასჯელი ნიკოლა სარკოზის #LIVE
01:46:22

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იწყება / სამწლიანი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რაც შეეხება ამ ავადმყოფის დიდ ტყუილს - ირაკლი ღარიბაშვილი, სააკაშვილზე საუბრობს
04:43

რაც შეეხება ამ ავადმყოფის დიდ ტყუილს - ირაკლი ღარიბაშვილი, ს...

MULTIMEDIA GE

თაკო ჩარკვიანის შეთავაზება - დიდი შერიგება, ან უმწვავესი ბრძოლა სააკაშვილის დასაცავად
01:09

თაკო ჩარკვიანის შეთავაზება - დიდი შერიგება, ან უმწვავესი ბრძ...

MULTIMEDIA GE

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ შვილს უფინანსებდა სწავლას

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ შვილს უფინანსე...

ტვ პირველი • TV Pirveli

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
06:31

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა
02:25

პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თამარ ჩარკვიანი ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს: პირობას გაძლევთ, ციხეში ამოყოფთ თავს
00:49

თამარ ჩარკვიანი ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს: პირობას გაძლე...

სააგენტო GUARDIAN GE

ღარიბაშვილის ვიზიტი ხაშურში | Gharibashvili's visit to Khashuri
01:00

ღარიბაშვილის ვიზიტი ხაშურში | Gharibashvili's visit to Khash...

netgazeti ge

ყველა ვიდეო