ვითარება უკრაინაში
რუსეთის საოკუპაციო ძალები ლუგანსკის ოლქიდან გარბიან - ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოკუპანტები და კოლაბორაციონისტები იმ ქალაქებიდანაც გადიან, რომლებიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიპყრო. უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სათანადო შეიარაღების პირობებში, ქვეყანას ომში გამარჯვება შეუძლია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ქალაქებიდან - იზიუმიდან და ბალაკლეადან გასვლას ადასტურებს და აცხადებს, რომ ახლა გადაჯგუფება დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს. პარალელურად, დონეცკის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ოლქის ჩრდილოეთში, ქალაქ ლიმანთან და სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან რთული ვითარებაა შექმნილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კონტრშეტევით ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის სამხედროები უკვე ქალაქ ლისიჩანსკის გარეუბნებში იმყოფებიან. უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქი ზიუმიდან გაიქცნენ და სამხედრო ტექნიკა მიატოვეს. მანამდე, ინფორმაცია ქალაქ კუპიანსკის გათავისუფლების შესახებაც გავრცელდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
Civil Press
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV IMEDI
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster