„ლანჩხუთი“ ქალთა თასის მფლობელია

24.08.2019 01:33

ქალ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის მფლობელი „ლანჩხუთი“ გახდა. გათამაშების ფინალი ქალთა შორის პირველად ჩატარდა. გადამწყვეტი შეხვედრა მიხელ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერს, თბილისის „ნიკეს“ დაუპირისპირდა და თამრიკო სალუქვაძისა და ნინო გუჯაბიძის გოლებით 2:0 დაწინაურდა. დამატებით დროში „ნიკეს“ მოთამაშემ, ლიზი მწყერაშვილმა სხვაობა შეამცირა. თუმცა, „ლანჩხუთმა“ გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა და საქართველოს თასის პირველი გამარჯვებული გახდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თამრიკო სალუქვაძე დაასახელეს. გამარჯვებულებს კი საქართველოს თასი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გადასცეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: