ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად პარალელურ სამუშაო ფორმატში მუშაობას აგრძელებს


ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად პარალელურ სამუშაო ფორმატში მუშაობას აგრძელებს. მორიგი შეხვედრა სახალხო დამცველის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა. მხარეებმა ომბუდსმენის კანდიდატურების შერჩევისა და პარლამენტში დამტკიცების პროცედურები დახურულ კარს მიღმა განიხილეს. ოპოზიციის ნაწილის თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და ომბუდსმენის ინსტიტუციური გაძლიერება მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს და მუშაობას ალტერნატიულ ფორმატში აგრძელებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან