ერისთავების სასახლის რეაბილიტაცია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორა-ბერეჟოულში, ერისთავების სასახლის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია დაიწყო. სამუაოები საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება. საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადდა, სრულად აღდგება XIX საუკუნის არქიტექტურული ნაგებობის ყველა კონსტრუქციული ელემენტი. ავთენტური ფორმით რესტავრირდება სასახლის იატაკი და ამორტიზებული სართულშუა გადახურვა. პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნაგებობის უნიკალური ხის აივანი მისი მოაჯირებით, ორნამენტული დეტალებითა და XIX საუკუნის ტიპიური დიზაინის შუშაბანდით. ასევე ცნობილია, რომ ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საპროექტო უზრუნველყოფის საფუძველზე, სოფელ ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის რეაბილიტაციაც დაიწყება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ოცნების“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი ე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Jambak-Orbeliani Palace - ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე
Michael M
ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერისთავების სასახლე და ერკეთის დედათა მონასტერი
TV IMEDI
ერისთავების სასახლე ჩოხატაურში
guriatv
არჩევანი - ერისთავების საქმე - 23.09.2014
არჩევანი
გორაბერეჟოული - დენდროლოგიური პარკი და ერისთავების სასახლე
guriatv