აფეთქება ზემო ფონიჭალაში - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

15.11.2018 03:10

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პირის მდგომარეობა რთულია, – ამის შესახებ პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, სამივე ერთი ოჯახის წევრია – ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. დაშავებულები დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულების ნგრევა მოჰყვა. ჩართვა: გენო ოსიყმაშვილი ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო