საჯარო ლექცია: ,,ახლო აღმოსავლეთი და გლობალური უსაფრთხოება"

08.05.2018

8 მაისს, 18:00-ზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (ოთახი 200) თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის და ,,მომავალ დიპლომატთა კლუბის'' აკადემიური პროექტის, ,,გლობალური გამოწვევების ფორუმი 2018'' ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია-დისკუსია: ,,ახლო აღმოსავლეთი და გლობალური უსაფრთხოება'', რომელიც შეეხება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების განხილვას გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში.

გაზიარება: