სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება


მედიატორის მიერ განახლებული დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა პრეზიდენტი.

გიორგი ვაშაძემ დღეს სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას მიმართ შეწყალების დისკრეციული უფლების გამოყენებისკენ პირდაპირ მოუწოდა. თავის მხრივ „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში კრიტიკულ პოზიციას არ დაიკავებდა. ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანის მოტივით სალომე ზურაბიშვილი რურუას შესაწყალებლად მზად არის, თუმცა აქვს საკუთარი პირობა - დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი უნდა მოაწეროს და მედიატორებმა შეთანხმება მიღწეულად უნდა გამოაცხადონ.

2019 წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას პრეზიდენტი პოლიტიკურ პატიმრად არ მიიჩნევს. მისი მიდგომა ისეთივეა, როგორიც ერთი წლის წინ გიგი უგულავას შეწყალების დროს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის ობიექტად იქცა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან