კვლევა covid 19-ზე, რა შემთხვევაში უტარდება მოქალაქეს უფასო ტესტი


ბორჯომის სამედიცინო ცენტრში, დღის განმავლობაში covid 19 - ზე კვლევა 30-დან 50-მდე ადამიანს უტარდება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ტესტირების ჩასატარებლად, რიგში დგომა და ლოდინი უწევთ.
სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, რომ აღებული ნიმუშები სხვადასხვა ლაბორატორიაში იგზავნება და მუდმივად უწევთ ლოდინი, როდის შეძლებს ლაბორატორია ბორჯომიდან გაგაზავნილი საკვლევი მასალის მიღებას.




#ბორჯომი #ტესტირება #კორონავირუსი

ვიდეოები „ტელეკომპანია ბორჯომი"-ისგან