ვაქცინაციის პროცესი აჭარაში

26.07.2021 01:30

დღეს 2000-ზე მეტი პირი იცრება აჭარაში. საყოველთაო იმუნიზაციის ფარგლებში, ბათუმის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სამედიცინო დაწესებულება, - „ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო“ და „ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“, - ჩაერთო პროცესში. კლინიკები დღეიდან 26 ივლისიდან ვაქცინა „ფაიზერზე“ რეგისტრირებულ მოქალაქეებს მოემსახურებიან. თითოეულ დაწესებულებაში აცრისთვის განკუთვნილი ორ-ორი კაბინეტია. დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრები მომსახურებას 300-მდე პირს გაუწევენ. საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში ქ. ბათუმშიც გაიზარდა იმ კლინიკების რაოდენობა, სადაც მოქალაქეები „ფაიზერით“ აიცრებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: