„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე\" - ამ სახელწოდებით დღეს საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკმა „მედ-ინვესტ-ჯორჯიამ\" ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქველმოქმედო აქცია გამართა. ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში ადგილობრივი თვითმმართველობების და სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციებია ჩართული. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.
დღეს სისხლი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ჩააბარეს. მუნიციპალიტეტის რწმუნებულის განცხადებით, მათმა სამსახურმა სისხლის ბანკთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც წელიწადში ერთხელ, თანამშრომლების ინიციატივით, სისხლის ჩაბარებას ითვალისწინებს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1dtHRES