აქცია პენიტენციურ სამსახურთან
საპროტესტო აქცია გამართეს პენიტენციურ დეპარტამენტთან პატიმრის, ავთანდილ სოფრომაძის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა. მათი განცხადებით, პატიმარმა, რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის 5 მაისს ფიზიკური დაზიანება მიაყენა საკუთარ თავს, რადგან მასზე დაწესებულების უფროსი შოთა ტრაპაიძე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. პატიმარმა დაზიანება მუცლის არეში მაკრატლით მიიყენა. აქციის მონაწილეების ბრალდებებს განცხადებით უპასუხა იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა: „მსჯავრდებულმა ავთანდილ სოფრომაძემ 5 მაისს თვითდაზიანება მიიყენა კანზე, მუცლის არეში და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე. ავთანდილ სოფრომაძემ დაზიანება მიიყენა ფრჩხილების საჭრელი პატარა მაკრატლით, რომლის წვერი კანქვეშ აქვს დაფიქსირებული (ხელით) და უარს აცხადებს ლითონის საგნის ამოღებაზე. მსჯავრდებული იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ავთანდილ სოფრომაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მასზე ზეწოლას ახდენს“,- ნათქვამია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პატიმრის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის აქცია - შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიული ალასანიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია რუსთავის ციხესთან - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია რუსთავის ციხესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია რუსთავის ციხესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია რუსთავის ციხესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster