„სეანსი“ საქართველოს პირველ არხზე

30.11.2020 00:36

საქართველოს პირველ არხზე დღეიდან სერიალი „სეანსი“ იწყება. ნამუშევარი HBO-ს In treatment-ის ქართული ანალოგია. უპრეცედენტო პროექტს მაუწყებელი „ნოვა პროდაქშენთან“ ერთად ახორციელებს. „სეანსი“ ფსიქოლოგიური დრამაა და სერიალის ძირითადი სიუჟეტი აგებულია ფსიქოთერაპევტისა და მისი პაციენტების ურთიერთობაზე. დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება - ეს ის პრობლემებია, რომლებიც ფსიქოლოგიური „სეანსის“ გმირებს აწუხებთ. პირველი სეზონი 45 სერიისგან შედგება და მასზე რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა იმუშავა. „სეანსი“ ეთერში ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 22:00 საათზე გავა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: