შიდა ფრენების განახლება


4-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან, ბათუმის აეროპორტის მიმართულებით სრულდება. უკვე შესრულდა ნატახტარი-მესტია-ნატახტრის მიმართულებით პირველი ფრენა. თბილისიდან კი ბათუმის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი შიდა რეისი საღამოს 20:00 შესრულდება. ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტრის მიმართულებით ექვსი, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ხუთი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით სამი რეისი შესრულდება.   საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, 2020 წელი პრემიერის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლადაა გამოცხადებული და შესაბამისად, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან