ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა


ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში რვა დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გათავისუფლებისას მას თანაგუნდელები ელოდებოდნენ, მათ შორის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა.

რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორთან, მედიისთვის მიცემული ინტერვიუს დროს ლაშა ჩხარტიშვილმა ლობიოს მარცვლები აყარა და განაცხადა, რომ უმი ლობიო მონების სალაფავია. ამასთან, ჩხარტიშვილის განცხადებით, მისი უფლებები დაირღვა, რადგან მას ადვოკატთან ურთიერთობის საშუალება არ მიეცა.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ამბობს, რომ საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებს. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან