ნატო-ს კომუნიკე
„ნატო-ს სამიტზე ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი დიდ გამოწვევას წარმოადგენს“ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმაც. ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე, შტატები პოზიციას დააფიქსირებს, რომ ვაშინგტონი არ ისწრაფვის რუსეთთან კონფლიქტისკენ, თუმცა, რუსეთის საზიანო ქმედებებს პასუხს გასცემს. რუსეთის საფრთხეებს ეხება ნატო-ს სამიტის კომუნიკეც. სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში, გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ალიანსის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ასევე შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. კომუნიკეში გამოხატულია მხარდაჭერა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნატო-ს კომუნიკე - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს სამიტი - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს კომუნიკეს სადაო პარაგრაფი - ოპოზიცია მთავრობას არასაკ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა წერია საქართველოს შესახებ ნატო-ს მინისტერიალის კომუნიკეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კურიერი 9საათზე: ჩიკაგოს სამიტამდე
EUNATO GovGe
შავი ზღვის უნივერსიტეტში
EUNATO GovGe
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს მადრიდის სამიტი - შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster