შემთხვევა ქუთაისში

16.10.2019 00:34

ქუთაისში დაშავებული სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოზარდი კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას საოპერაციოდ ამზადებენ. საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში წვივის ძვლების დაზიანებით შეიყვანეს. მოსწავლე ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან გადაძვრა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა. სკოლის დირექტორი გამორიცხავს რაიმე დაპირისპირებას თანაკლასელებსა და პედაგოგთან და მოზარდს დადებითად ახასიათებს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: