„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები თელავში
11.06.2014
01:31
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები თელავის მუსიკალურ სასწავლებელში ამომრჩევლებს შეხვდნენ. სიტყვით გამოსვლისას, ალიანსის წარმომადგენელმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" 5 პუნქტიანი გეგმა აქვს გაწერილი, რომელიც მუნიციპალურ ბინათმშენებლობას, ბიზნესის ნულიდან დაწყებაში დახმარებას, კომპიუტერული პროგრამების შესწავლას, სოციალურ პაკეტებს: კვებით და სამოსით დახმარებას და უფასო მგზავრობას ითვალისწინებს. დღევანდელ შეეხვედრაზე ალიანსის თელავის მერობის კანდიდატი, ზაზა დევიძე, შეხვედრის მონაწილეებს, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი დანაპირებების შესრულებას დაპირდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/SzQOm4