შავი ზღვის VIII ჯაზ-ფესტივალის დახურვა
27 ივლისს, შავი ზღვის რიგით VIII ჯაზ-ფესტივალი იტალიელი ჯაზ-სოულ ვოკალისტის MARIO BIONDI -ის კონცერტით დაიხურა. მარიო ბიონდი პირველად მსმენელის წინაშე 12 წლის ასაკში წარდგა. მომღერალი სცენაზე პარტნიორობას უწევდა ისეთ მუსიკოსებს, როგორიც არიან კალიფანო, ბონგუსტო და ფიორელო, ასევე ამერიკელ ლეგენდას რეი ჩარლზს. ბიონდის ჩაწერილი აქვს სიმღერები მსოფლიოში ცნობილ ჯგუფებთან „Change“, „Mario Brothers“, და „Funky Company“. ძლიერი და უნიკალური ხმის გამო, მას მალევე ურჩიეს სოლო კარიერის დაწყება. ამერიკელი არ-ენ-ბი შემსრულებლების ლუ როულსის, ლაზერ ვანდროსის და დონი ჰეთევეის სიმღერებით შთაგონებული ბიონდის სადებიუტო ჩანაწერი 2006 წელს Family Affair-მა გამოუშვა. სოულის სტილში შესრულებული სიმღერა „This Is What You Are“, დაუყოვნებლივ გახდა პოპულარული მთელს იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. ერთი წლის შემდგომ, ბიონდიმ ეს სიმღერა სანრემოს ფესტივალზე შეასრულა, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა და „ევროპის ბილბორდ ტოპ ასეულში“ მოახვედრა. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილმა უცხოელმა ჯაზ-შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა, 24 ივლისს გაიხსნა და 27 ივლისს დაიხურა. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
შავი ზღვის VIII ჯაზ-ფესტივალი
culturegovge culturegovge
შავი ზღვის VIII ჯაზ-ფესტივალი
culturegovge culturegovge
შავი ზღვის VIII ჯაზ-ფესტივალი
culturegovge culturegovge
შავი ზღვის VIII ჯაზ-ფესტივალი
culturegovge culturegovge
ბათუმი 24-27 ივლისს VIII შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლე...
TV 25
შავი ზღვის საფრთხე
Formula News
შავი ზღვის მაგვარიე
ბირდაბირი
მარცვლეულის მიწოდება - ახალი მარშრუტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster