კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი

05/14/2022
Lasha Mtvaradze-ის მიერ

კეთილგონიერი ავაზაკის ტაძარი და მასთან არსებული მამათა მონასტერი ყინწვისის მამათა მონასტერთან ახლოს, მაღლობზე მდებარეობს. მთებში ჩაფლული სამსართულიანი კოშკის თავზე მცირე ზომის გუმბათოვანი, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარია დაშენებული. ტაძარი თითქოს გოლგოთას განასახიერებს. უფალი ხომ გოლგოთაზე ეცვა ჯვარს და მასთან ერთად - კიდევ ორი ავაზაკი.
საქართველოში ამ წმინდანის სახელობის ტაძარი დღემდე ერთადერთია.
კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ყველა დაცემულს და ავაზაკს თავისკენ მოუხმობს - მოვიდეს და მუხლი მოიყაროს უფლის წინაშე. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) ძალისხმევით, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ორი-წმინდა სპირიდონ ტრიმუფუნტელის და ხარების სახელობის ტაძრები შენდება.
#Kintsvisi
#DzamasKheoba
#Kareli
#ShidaKartli
#Georgia
#Church
#Patriarchate