ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებზე კონტროლი გამკაცრდა

23.01.2025 04:45

ეწვიეავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე კონტროლი გამკაცრდა. მონიტორინგის სამიზნე იქნება ყველა ის კერძო ცენტრი, რომლებიც მანქანების ტექნიკურ ინსპექტირებას ახდენენ. ტექ-ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაში არ უარყოფენ, რომ ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების შემოწმებისას ცალკეულ შემთხვევებში ხარვეზების იგნორირებას ახდენდნენ და ტექნიკურად გაუმართავ მანქანებზე დადებით დასკვნებს გასცემდნენ. კონტროლის სისტემის გამკაცრებას კერძო კომპანიები არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მოსალოდნელ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ და შესაბამისი კადრების გადამზადების აუცილებლობაზე მიუთითებენ. https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: