„სამხედრო ქალაქის" მცხოვრებლების პრობლემა


თელავში, ე.წ. სამხედრო ქალაქის 21-ე კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მათ ბინაში საკანალიზაციო სისტემა მოსაწესრიგებელია, კორპუსის ამორტიზირებულ კედლებს კი ჩამონგრევა ემუქრება. რეაბილიტაცია ესაჭიროება წვიმის საწვეთურ მილებსაც. 21-ე კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მათ შესაბამის სამსახურს განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. არსებულ საკითხთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს, ჟურნალისტებთან პირადი საუბრისას კი აღნიშნეს, რომ ადგილობრივებს წერილობით პასუხს გაუგზავნიან. მათივე თქმით, აღნიშნული თემა სამოქალაქო დავის საკითხია და საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/11qaPwA

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან