"აქტუალურ თემაში" ერთმანეთს თამარ ჩერგოლეიშვილი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა დაუპირისპირდნენ


ხმაურიანი დებატები პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ . წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას ერთმანეთს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა დაუპირისპირდნენ.

ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც დაისვა კითხვა, როგორია ქვეყანაში მედია და ბიზნესგარემო. \"ტაბულას\" დამფუძნებელმა გოგა ხაინდრავას კითხვაზე პასუხის დროს საუბარი არაერთხელ შეაწყვეტინა. ამის მიზეზი კი რეჟისორის განცხადება იყო, როდესაც მან თქვა, რომ \"ევროპული საქართველო\" რეალურად კვლავ \"ნაციონალური მოძრაობის\" ინტერესებს ატარებს და მათ დავით კეზერაშვილი აფინანსებს, რომელსაც ოფშორულ ზონაში მილიონ ორასი მილიონი აღმოაჩნდა, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა თამარ ჩერგოლეიშვილის გაღიზიანება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან