მუზეუმის გახსნა
რუსთაველის გამზირზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საზეიმო გახსნა გაიმართება. მუზეუმში ბოლო 80 წლის განმავლობაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების 3500-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინება, რომლებსაც მუზეუმის დამფუძნებლები, კოლექციონერები გია ჯოხთაბერიძე და მანანა შევარდნაძე საოჯახო კერძო კოლექციაში 20 წელი აგროვებდნენ. ხელოვნების ნიმუშები 1945 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. მათ შორის არის აპოლონ ქუთათელაძის, ნათელა იანქოშვილის, ედმონდ კალანდაძის, სერგო ფარაჯანოვის, ჯიბსონ ხუნდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, გივი თოიძის, თენგიზ მირზაშვილის, რადიშ თორდიას, თამაზ ხუციშვილის, გოგი ჩაგელიშვილისა და ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები. მუზეუმი, რომელიც სწორედ იმ ადგილას აშენდა, სადაც თავის დროზე მხატვრის სახლი იყო განთავსებული, ქართული თანამედროვე სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის გარდა, მხატვრებს კვლევების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. არსებულ, მუდმივ ექსპოზიციას პერიოდულად ახალი ნამუშევრებიც შეემატება. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმთან იმყოფება „მოამბის“ ჟურნალისტი, მარიკა შალიკაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მუზეუმის გახსნა გარდაბანში 06 03 15
TV4. ge
ილუზიების მუზეუმის გახსნა
დილა მესამეზე
სახლ-მუზეუმის გახსნა
culturegovge culturegovge
ნარიმანოვის მუზეუმის გახსნას მოღალატე ალი ბაბაევი ლობირებდა
Nikoloz Mzhavanadze
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმის გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკო მარის სახლ-მუზეუმის გახსნა და იმერული ოდის პრეზენტაცია
Rioni.TV
ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმის გახსნა (ხონი 1998 წელი)
Mega TV - ტელეკომპანია მეგა