გურჯაანელი სპორტსმენების წარმატება

08.10.2014 01:11

გურჯაანელი სპორტსმენების წარმატება. კიკბოქსინგში კავკასიის პირველობა თბილისში გაიმართა და მასში სამი ქვეყანა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობდა. კავკასიის თასზე სპორტსკოლის ექვსმა მოსწავლემ საკუთარ წონით კატეგორიაში იასპარეზა და სამმა მათგანმა პირველი ადგილი მოიპოვა. დღეს გამარჯვებულ სპორტსმენებს გურჯაანის გამგებელი შეხვდა და წარმატება მიულოცა. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, კიკბოქსინგის გუნდი სპორტსკოლაში სამი წელია, ფუნქციონირებს და არაერთი პრობლემა აქვს. გამგებელი მათ დახმარებას დაპირდა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/10QDbUj

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო