ქართველ ექიმებს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ

10/03/2020
MULTIMEDIA GE-ის მიერ

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, ქართველ ექიმებს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ, ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ესწრებოდა, რომელმაც პირადად დააჯილდოვა მედიცინის მუშაკები. დღევანდელ ღონისძიებაზე საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ:

თენგიზ ცერცვაძეს - ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი

მარინა ეზუგბაიას - ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

პაატა იმნაძეს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

ამირან გამყრელიძეს - დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ლევან რატიანს - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი

მარინა ენდელაძეს - ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი

დავით გადელიას - აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი

ელზა ვაშაკიძეს - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი და სრლი პროფესორი

ლევან გოფოძეს - რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან