„ზნეობის“ წარმომადგენლები ვერის ბაღში იკრიბებიან

07.07.2019 01:18

საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ მათი მიზანია „ღირსების მარში“ ჩაშალონ. მისივე თქმით, ვერის ბაღში უკვე იკრიბებიან, რომ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელონ. ფალავანდიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს პერიოდში გაიგებენ „ღირსების მარშის“ ჩატარების ადგილს, დღესვე მივლენ იმ მიზნით და მოთხოვნით, რომ მარში არ გაიმართოს. მისივე ინფორმაციით, მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: