საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან


ათენთან ახლოს მდებარე მთა იმეტის მიდამოებში ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი ტყეში გასულ დღეს გაჩნდა, რომლის გავრცელებასაც ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარმა ორი საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ათენიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლებებიდან – გლიფადან და ვოულადან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 130 მეხანძრე, ექვსი სახანძრო თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენია მობილიზებული. ზაფხულის ამ პერიოდში საბერძნეთში ხშირია ტყის ხანძრების გავრცელება, რასაც ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. გასულ წელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტყის ხანძრებმა სამასი ათასამდე აკრის ოდენობის ტერიტორია გაანადგურა და ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან