ვითარება ნინოწმინდის პანსიონატში
საქართველოს საპატრიარქო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები. „სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული. პირველ არხთან კომენტარი ახალქალაქის ეპისკოპოსმა გააკეთა. მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი პანსიონში მხოლოდ ორი თვის წინ არ შეუშვეს, მანამდე კი მათ დაწესებულებაში შესვლის პრობლემა არ ჰქონიათ. ორი თვის წინ არ შეშვების მიზეზი კი ომბუდსმენის აპარატის მიმართ გაჩენილი ეჭვებია. მისი თქმით, აპარატის მიერ ბავშვებისთვის დასმული შეკითხვები საკმაოდ უხერხულად ჟღერდა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზის თქმით, მან სახალხო დამცველისგან გაიგო. ეპისკოპოსი ნინო ლომჯარიას სთავაზობს ჩავიდეს ნინოწმინდაში და ის მას პანსიონში შესვლაში თავად დაეხმარება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ნინოწმინდის პანსიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ნინოწმინდის პანსიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ვითარებაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში - მდგომარეობის...
GeorGe Washington
ვითარება ნინოწმინდის პანსიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ნინოწმინდის პანსიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ნინოწმინდის პანსიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ნინოწმინდის პანსიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster