„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პრეზენტაცია


სარეკლამო შეტყობინებების უნებართვოდ გაგზავნა დღეიდან იკრძალება - მოქალაქე სმს-ს მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში მიიღებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების დიდი ნაწილი დღეიდან ამოქმედდა. ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის მარტში მიიღო, ეტაპობრივად შედის ძალაში.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთობლივი პრეზენტაცია პარლამენტში გაიმართა. აღინიშნა, რომ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი ეტაპი იწყება, ამ კანონით ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების დიდი ნაწილი შესრულდა და პერსონალური მონაცემების დაცვა ქვეყანაში ევროპული სტანდარტით მოხდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან