ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა

08.12.2021 09:04

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 %-ით, 10,5 %-მდე გაზარდა.ეს კი ავტომატურად 170 ათასი მოქალაქისთვის სესხის გაძვირებას გულისხმობს. საუბარია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ კრედიტებზე. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის მაჩვენებლით ხსნიან. ამასთან, მარეგულირებელში პროგნოზირებენ, რომ ინფლაცია დეკემბერში და იანვარ-თებერვალშიც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად შემცირებას დაიწყებს, რასაც სწორედ გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უნდა შეუწყოს ხელი. კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა, მომდევნო წლის 2 თებერვალს ჩატარდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ და ყველა მის მეირ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, საკმაოდ მწვავე შეკითხვების მოსმენა უხდება ამ წუთებში პარლამენტში, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე მსჯელობენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტთან მიმართებაში პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ კრიტიკულია. შალვა სუმბაძე ესწრება სხდომას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა
09:55

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა
06:42

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა
01:34

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში
02:59

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში
10:09

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში
04:16

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში, ნაწ.3
01:04:29

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში, ნაწ.3

Lia Todua

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ
03:56

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო