ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო. სახელმწიფოს დაფინანსებით ისინი დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში შეძლებენ. ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მიმღებში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ინგლისურ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული იქნება. ასევე საჭიროა დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები და ბავშვისა და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარების შემდეგ, სპეციალური საბჭო რამდენიმე დღის განმავლობაში შეარჩევს რომელ ქვეყანაშია მიზანშეწონილი პაციენტის გაგზავნა. საბოლოო არჩევანს კი ოჯახი გააკეთებს. პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარია გამოყოფილი და წლის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე ბავშვის დაფინანსება იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ონკოპაციენტი ბავშვების უცხოეთში მკურნალობა დაიწყო
TV IMEDI
ონკოპაციენტი ბავშვების „რეალური სივრცე“ #LIVE
ეს ეხება ყველას / It affects everyone
ონკო-დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსების პროგრამა
TV IMEDI
სასულიერო პირი, რომელიც 21 წელია ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილე...
TV IMEDI
ონკოპაციენტი ნატალი ენუქიძე კოვიდ გამოცდილებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავსტრიიდან დეპორტირებული ონკოპაციენტი და შშმ პირი | ლობჟანიძ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi