#არჩევნები2021 ცესკო-ს წინასწარი მონაცემები ცნობილია
10/30/2021
ცესკო-ს წინასწარი მონაცემები ცნობილია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, წალენჯიხის გარდა, ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 14 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ.
თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში 769 უბნიდან დათვლილია 768 უბანი. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იმარჯვებს. კახა კალაძემ ხმების 55.6%,
ნიკანორ მელიამ კი 44.3 % მიიღო;
რაც შეეხება დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქს, სადაც უკვე ყველა უბანი დათვლილია, ხმები ასე გადანაწილდა:
რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. ნინო ლაცაბიძემ ხმების 53.7%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დავით კირკიტაძემ კი - 46.3%.
სრულად არის დათვლილი ხმები ქუთაისიც, სადაც ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. იოსებ ხახალეიშვილმა 51.6%; „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ კი - 48.4%.
რაც შეეხება ფოთს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიგი უგულავა და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე იბრძოდნენ, აქაც გამარჯვება მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მოიპოვა. ბექა ვაჭარაძემ ხმების 57.4% მიიღო, გიგი უგულავამ კი 42.7%.
ბათუმში კი ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი დაუპირდაპირდნენ, გამარჯვება ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიპოვა. არჩილ ჩიქოვანმა ხმების 51.02% მიიღო, გიორგი კირთაძემ კი 48.98%.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.