შორეთის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია
14 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ შორეთის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. ამჟამად, მიმდინარეობს შორეთის ტაძრის აღდგენის მე-2 ეტაპი, რაც მოიცავს ტაძრის სრულ სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. მთავარი ტაძრის ინტერიერის, აფსიდის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავების აღდგენას; თიხატკეპნილი იატაკისა და ტაძრის დროებითი გადახურვის მოწყობას; სამხრეთ-აღმოსავლეთ ეკლესიის ფასადებისა და გადახურვის გაკეთებას; კარიბჭე-სამრეკლოს პირველი სართულის ინტერიერის აღდგენას; სამხრეთ-დასავლეთ ეკლესიის ფასადებისა და ინტერიერის აღდგენას. მეორე ეტაპის სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში დასრულდება და მას ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი 130.000 ლარით აფინანსებს. შორეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპიანია. 2015 წელს ჩატარდა პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძეგლის საძირკვლისა და მისი გარკვეული ნაწილების კონსტრუქციული გამაგრებები; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვთისმშობლის გამოსახულებიანი უნიკალური მოზაიკის გამაგრება - კონსერვაცია. შორეთის ტაძარში გასულ წელს ჩატარდა არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოებიც. მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლისთვისაა დაგეგმილი. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
შორეთის სამონასტრო კომპლექსი - ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შორეთის მონასტერი. გალობა
Eduard Kublashvili
გზა შორეთის ეკლესიისაკენ (road to Shoreti church)
Beka Malania
შორეთი. პარაკლისი
Eduard Kublashvili
შორეთი - იდუმლელები 28.04:2016
IliaKavtaradze
შორეთი
ენცო ენცო
როგორ მოგეწონათ ნაძვის ხე?? ცოტა დამაგვიანდა ამ შორთის დადებ...
mari gamer