შორეთის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია

09/15/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

14 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ შორეთის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.
ამჟამად, მიმდინარეობს შორეთის ტაძრის აღდგენის მე-2 ეტაპი, რაც მოიცავს ტაძრის სრულ სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები.
მთავარი ტაძრის ინტერიერის, აფსიდის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავების აღდგენას; თიხატკეპნილი იატაკისა და ტაძრის დროებითი გადახურვის მოწყობას;
სამხრეთ-აღმოსავლეთ ეკლესიის ფასადებისა და გადახურვის გაკეთებას;
კარიბჭე-სამრეკლოს პირველი სართულის ინტერიერის აღდგენას;
სამხრეთ-დასავლეთ ეკლესიის ფასადებისა და ინტერიერის აღდგენას.
მეორე ეტაპის სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში დასრულდება და მას ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი 130.000 ლარით აფინანსებს.
შორეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპიანია. 2015 წელს ჩატარდა პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძეგლის საძირკვლისა და მისი გარკვეული ნაწილების კონსტრუქციული გამაგრებები; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვთისმშობლის გამოსახულებიანი უნიკალური მოზაიკის გამაგრება - კონსერვაცია. შორეთის ტაძარში გასულ წელს ჩატარდა არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოებიც.
მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლისთვისაა დაგეგმილი.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან