საარჩევნო რეფორმა


რატომ შეხვდა „ქართული ოცნება“ სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულ სამ ოპოზიციურ პარტიას საარჩევნო რეფორმის პროექტის განსახილველად ფარულად - მეორე დღეა, ეს თემა პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზია.

„ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ განმარტებებს სთხოვენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საარჩევნო რეფორმის პროექტი ხელისუფლებასთან ერთად მოამზადეს და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატებისგან კრიტიკის სამიზნედ არაერთხელ იქცნენ. ვენეციის კომისიისგან წინასწარი დასკვნის მიღების შემდეგ საარჩევნო კანონპროექტს დღეს იურიდიულ კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილავენ. სწორედ კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე პროექტში 13 ცვლილების შეტანა იგეგმება. 

მანანა დევაძე გაგვაცნობს, ექნება თუ არა საკომიტეტო კენჭისყრაზე პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან